20 ივნისის სისხლიანი დარბევა – ენმ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

როგორც ყოველთვის, დაელოდეთ გამოძიებას არის ხელისუფლების დანაშაულზე ხელის დაფარების მეთოდი – ეს განცხადება, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ გააკეთა. დეპუტატები 20 ივნისის აქციის სისხლიან დარბევაზე, დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

შექმნილი ვითარების ფონზე დეპუტატებს არც ობიექტური გამოძიების იმედი აქვთ და მით უმეტეს არ სჯერათ, რომ პროკურატურა გიორგი გახარიას დაკითხავს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ყოველთვის, დაელოდეთ გამოძიებას არის ხელისუფლების დანაშაულზე ხელის დაფარების მეთოდი. ველოდებით გამოძიებას ამდენი წელია აფგანმუხთარლის გატაცებაზე, მაგრამ როდემდე უნდა ველოდოთ, ან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ან სხვა დანაშაულების, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს დანაშაული არ იქნება გამოძიებული. როგორც სამჯერ სამი არის ცხრა, ისე წავა გახარია,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯში – ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ”ძალა ერთობაშია”-ს წევრები პატრულირებდნენ
შემდეგი სტატიაზუგდიდში ვლაქერნობა ანუ ღვთისმშობლის კვართის სახალხო დღესასწაული აღინიშნება