20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

20-21 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ის მკურნალობას ალადაშვილის კლინიკიდან გადაყვანის შემდეგ რეგიონალურ ჰოსპიტალში განაგრძობს.

მის გარდა, რეგიონალურ ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული ოპერაცია კიდევ ერთ პაციენტს ჩაუტარდა, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული 6 პაციენტი მკურნალობას ორ კლინიკაში განაგრძობს. მათი უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამი პაციენტი მკურნალობას “ნიუ ჰოსპიტალში” გადის, დანარჩენი კი – რეგიონალურ ჰოსპიტალში.

banner
წინა სტატიაშინინო გუგეშაშვილი – ხალხი, რომელიც ადრე განსხვავებული აზრისთვის ამერიკის და დასავლეთის აგენტს გეძახდნენ, ახლა განსხვავებული აზრისთვის ყველას რუსეთუმეს უწოდებენ
შემდეგი სტატიაეს იყო ადამიანებზე ნადირობა და დასჯა-მშვენიერაძე