,,მაშინაც კი, როცა არ მოგვწონს მათი გადაწყვეტილება, დასავლურ ინსტიტუტებს არ შეიძლება, დავესხათ თავს, ეს საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება”

დასავლურ და თავისუფალი სამყაროს ინსტიტუტებს, მაშინაც კი, როცა არ მოგვწონს მათი გადაწყვეტილება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დავესხათ თავს, ეს არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იგი ემიჯნება ისეთ შეფასებებს, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს თავს ესხმიან ამ გადაწყვეტილების გამო.

„ჩემი აზრით, სამწუხარო და სამოქალაქო თავისუფლებისთვის ძალიან არახელსაყრელი გადაწყვეტილება იყო, თუმცა აქვე მინდა, გავემიჯნო ყველას, ვინც ამ ინსტიტუტს თავს ესხმის და რაღაც შეთქმულების თეორიები აქვთ, რომ მოისყიდეს და ა.შ. ეს არის სისულელე, მაგრამ ეს არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას თვითონ გადაწყვეტილების მიმართ. ყოფილა ისტორიაში ასეთი გადაწყვეტილებები, შემდეგ შეცვლილა. ამიტომ, სწორია დიდ პალატაში გასაჩივრება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, დასავლურ და თავისუფალი სამყაროს ინსტიტუტებს, მაშინაც კი, როცა არ მოგვწონს მათი გადაწყვეტილება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დავესხათ თავს. ეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა“, – განაცხადა ბოკერიამ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

banner
წინა სტატიაში20 ივნისის საქმე – დაკავებულ სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატია,,დიდი შანსია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროკავშირი, ევროსაბჭო და ევროსასამართლო მტრულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს”