20 ივნისის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს, სოსო ბაჯელიძეს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გარდა ამისა, გამოძიების დასრულებამდე მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე დღეს, 16 სექტემბერს შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ ჯგუფურად ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ბაჯელიძემ პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი აღიარა და უდაოდ სცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლისა და დამატებითი ღონისძიებების შუამდგომლობა. აღკვეთის შეცვლას პროკურატურაც დაეთანხმა.
20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 20-მდე პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი, ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. გარდა ამისა, ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს ირაკლი ოქრუაშვილს

banner
წინა სტატიაში“ამ ჭორაობაში ვეღარ ჩავალ”-მამუკა მდინარაძე ხაზარაძეს პასუხობს
შემდეგი სტატია,, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხსენება ქართულ ოცნებაში ტაბუდადებულია”