20 ივნისის საქმე – ბაჩუკი ქარდავა გამოკითხვაზე საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:30 საათზე მივა

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ბაჩუკი ქარდავას დღეს 20 ივნისის საქმეზე გამოკითხავენ. “ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის თავმჯდომარეს შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაუსვამენ.
ბაჩუკი ქარდავა სასამართლოში ადვოკატის გარეშე მივა. ედპ-ს თავმჯდომარე მზად არის ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, თუმცა ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, რადგან მისი თქმით, ჯერ კიდევ დაკითხული არ არის შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც ამ მოვლენების მთავარი მოქმედი პირი იყო.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, კრემლის მარიონეტ ხელისუფლებას პროდასავლური ოპოზიციის დევნა აქვს გადაწყვეტილი და ეს ყველაფერი ამის დასტურია.

„როდესაც ქვეყანას მართავს, ფაქტობრივად კრემლის მარიონეტად ქცეული ბიძინა ივანიშვილი, ლოგიკურია ალბათ ის, რომ იდევნება პროდასავლური ოპოზიცია. დღეს არის სწორედ ეს ვითარება, რომ ან მარიონეტი ხელისუფლება უნდა წავიდეს ან ის შეეცდება, რომ დემოკრატიული ოპოზიცია იყოს ციხეში. მე არ მგონია, რომ მას ეს გამოუვიდეს. თუ ვინმეს წინააღმდეგ უნდა წარიმართოს გამოძიება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ეს არის გახარია-ივანიშვილის ტანდემი.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ქარდავა გამოკითხვაზე საქალაქო სასამართლოში დღეს, 14:30 საათზე მივა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლება არის ძალიან სასოწარკვეთილი” – მურადაშვილი, გვარამიას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : ზაქარია ქუცნაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო და პარლამენტს ტოვებს, ეს შემდგომი პარლამენტისა და დეპუტატებისთვის მძაფრი მაგალითი იქნება