20 ივნისის ღამის აქცია და ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობების საქმეები – ნდობის ჯგუფი შს მინისტრს უსმენს
სხვა სტატიები
- კელი: როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს კავკასიაში რუსული ოკუპაციის დამტკიცების მილოცვა?
- პროდიუსერი ვარ და გადაცემისთვის სტუმრებს ვათანხმებდი – შალვა რამიშვილი “ქართული ოცნების” ოფისში იმყოფებოდა
- გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანელ ხალხს დედოფლის დაბადების დღე მიულოცა და ქართულ-ბრიტანულ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საკანონმდებლო ორგანოში დღეს ნდობის ჯგუფი იკრიბება. დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ, რომელიც პარლამენტში გურამიშვილის გამზირიდან მივიდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. თემების უმეტესობა საიდუმლოა.
ნდობის ჯგუფის წევრის, ევროპული საქართველოს წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის თქმით, შს მინისტრთან ბევრი შეკითხვაა დაგროვილი.
“ძალიან ბევრი შეკითხვაა დაგროვილი, რომელსაც შს მინისტრმა უნდა გასცეს პასუხი თუნდაც ნდობის ჯგუფის ფარგლებში, პირველ რიგში გვაინტერესებს რატომ ვერ ხერხდება ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და საქართველოს სხვა მოქალაქეების მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, პასუხგაუცემელი შეკითხვებია 20 ივნისის ღამის აქციის დარბევასთან დაკავშირებით“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.