20 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე ეყოფათ კეთილგონიერება და ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება

იმედს ვიტოვებ, სხდომაზე, რომელიც 20 დეკემბერს არის ჩანიშნული, ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა განუცხადა.

„მე პირადად ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი გუშინ მის გათავისუფლებას, რადგანაც გვქონდა გარკვეული ინფორმაცია რომ ეს იყო წინასწარი ე.წ. სასამართლო სხდომა და შეიძლებოდა დასრულებულიყო მისი გათავისუფლებით.

სამწუხაროა, რომ იქ არავის არ ჰყოფნის კეთილგონიერება, რომ ექიმი, რომელიც დაკავებულია ჰუმანური საქმიანობის განხორციელებისათვის, რეალურად არ აღიარებს ბრალს და უკვე თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რომ არ გაათავისუფლეს.

იმედს ვიტოვებ, სხდომაზე, რომელიც 20 დეკემბერს არის ჩანიშნული, ეყოფათ კეთილგონიერება და ექიმი გათავისუფლდება“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) თბილისში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავ ღონისძიებას სამეგრელოდანაც უერთდებიან
შემდეგი სტატიამოძრაობა 20/30 იანელების პერფორმანსი – “ბიძინას გზა – სოლომონის მემკვიდრეობა”