20 არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციას ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის აფუძნებს

20 არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციას ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის აფუძნებს

ertobaarasmt20 არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიციას ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის აფუძნებს. პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები გამართავენ. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. კოალიცია ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს. დამფუძნებლები ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერენხელს. პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კოალიციის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან ეს საქართველოს არამარტო უსაფრთხოების არამედ ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარანტია.

ორგანიზაციის პრეზენტაცია 5 სექტემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიუმწეო ადამიანები კვლავ სრულებით დაუცველნი არიან – “თავისუფალი დემოკრატების” განცხადება დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე
შემდეგი სტატიათარხან ბათირაშვილის ადგილი (“ISIS”-ის სამხედრო მეთაური) დაიკავა გულმუროდ ხალიმოვმა