უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 აპრილამდე პერიოდს.
სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 20 800;
ტანკი – 802;
ჯავშანტექნიკა – 2 063;
საარტილერიო სისტემა – 386;
სარაკეტო სისტემა – 132;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67;
თვითმფრინავები – 169;
ვერტმფრენი – 150;
სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 495;
საწვავის რეზერვუარი – 76;
გემი/ნავი/კატარღა – 8;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 158;
სპეციალური აღჭურვილობა – 27;
გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.