20-25 წლამდე იუნკერსა და ქალს საფრანგეთის მოგზაურობის ისტორია აქვთ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 21, 2020 12:24

20-25 წლამდე იუნკერსა და ქალს საფრანგეთის მოგზაურობის ისტორია აქვთ

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, რომელთა შესახებაც დღეს გახდა ცნობილი, ორი საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება.

კორონავირუსით ინფიცირება გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ორ პირს დაუდასტურდა. 20-25 წლამდე იუნკერსა და ქალს საფრანგეთის მოგზაურობის ისტორია აქვთ. იუნკერი საქართველოში საფრანგეთიდან 16-ში ჩამოვიდა და ის საკარანტინე სივრციდან 18 მარტს დაბალი ტემპერატურული რეაქციით გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში. ქალი, საფრანგეთიდან 20 მარტს ჩამოფრინდა და აეროპორტიდან პირდაპირ გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

„გუშინ გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ორი დაგვიდასტურდა. ახალგაზრდა ადამიანები არიან. პირველი შემთხვევა არის იუნკერი საფრანგეთში მოგზაურობის ისტორიით. ის კარანტინიდან შემოიყვანეს 18 მარტს. კლინიკურად მასთან ძალიან სუსტადაა გამოხატული სიმპტომატიკა, იმყოფება ბოქსირებულ განყოფილებაში.

მეორე შემთხვევა არის ქალბატონი. მასაც აქვს საფრანგეთის მოგზაურობის ისტორია. ეს ქალი 20- ში აეროპორტიდან შემოვიდა ჰოსპიტალში. მასთან სიმპტომატიკა გამოხატულია უფრო ცხელებით. სოციალური დისტანცია ორივესთან დაცულია, შეხება არ ჰქონიათ. მათი მკურნალობა, შემდგომი ტაქტიკა შეთანხმებული იქნება კლინიკურ საბჭოსთან“, – განაცხადა სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, დავით ბარლიანმა.

​​გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინე სივრცეში სულ 59 პირი იმყოფება, აქედან 32 სამხედრო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 21, 2020 12:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics