“20-21 ივნისის მოვლენებმა, იმ პოზიტიურ მიღწევებს, რაზეც 2018 წლის ანგარიშში ვსაუბრობდით, ჩრდილი მიაყენა და გარკვეული კითხვები გააჩინა” – ლომჯარია

20-21 ივნისის მოვლენებმა, იმ პოზიტიურ მიღწევებს, რაზეც 2018 წლის ანგარიშში ვსაუბრობდით, ჩრდილი მიაყენა და გარკვეული კითხვები გააჩინა – ამის შესახებ განცხადება, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. სახალხო დამცველის თქმით, ის მზად არის დეპუტატების დაინტერესების შეთხვევაში, უპასუხოს იმ შეკითხვებს, რაც 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება.

„ანგარიში ფარავს 2018 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას. შესაბამისად, ყველა უფლება არის მიმოხილული: დაწყებული სიცოცხლის უფლებით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება, პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, თანასწორობისა და დისკრიმინაციის მიმართულებით არსებული ვითარება და ა. შ.

მე მზად ვარ, დეპუტატების დაინტერესების შემთხვევაში, ასევე ვუპასუხო იმ შეკითხვებს, რაც ეხება 2019 წელს განვითარებულ მოვლენებს. მიმდინარე წელს განვითარებულმა მოვლენებმა, იგივე 20-21 ივნისის მოვლენებმა, იგივე მედიასივრცეში მომხდარმა ცვლილებებმა, იმ პოზიტიურ მიღწევებს, რაზეც ჩვენ 2018 წლის ანგარიშში ვსაუბრობდით, ჩრდილი მიაყენა და გარკვეული კითხვები გააჩინა.

ყველა ის საქმე, რაც ბოლო წლებში ჩვენ გადავაგზავნეთ პროკურატურაში და რაც ეხებოდა პოლიციელის თუ პენიტენციური სისტემის თანამშრომლის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, არის გამოუძიებელი და არცერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას” აღარანაირი შანსი არ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას” – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატია“საჭიროა პროკურატურამ წარმოადგინოს პარლამენტის წინაშე შესაბამისი განმარტებები”- ლომჯარია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე