2 წელი მაინც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, სტრესისგან თავისუფალ გარემოში – ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს ტემპერატურული რეაქციები აქვს და დგინდება ტემპერატურის წარმოშობის მიზეზები.

როგორც ჯიშკარიანმა „ინტერპრესსნიუსს“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში დაბრუნება წარმოუდგენელია. მისი თქმით, ორი წელი დასჭირდება სააკაშვილის მკურნალობას და რეაბილიტაციას.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტემპერატურული რეაქციები ჰქონდა. ახლაც ტემპერატურა 37 გრადუსზე მეტი ჰქონდა. ჯერჯერობით დგინდება ტემპერატურის წარმოშობა. სიტუაცია არასტაბილურია და ყველა ჩვენს მიერ დადგენილი დიაგნოზების დამძიმების სტადიაა. ვცდილობთ, რომ ჩვენი დასკვნა იყოს, რაც შეიძლება სასწრაფოდ, იმიტომ, რომ ციხის პირობებში მისი მკურნალობა არ მგონია, რომ იყოს შესაბამისი. ციხეში დაბრუნება წარმოუდგენლად მიგვაჩნია, იმიტომ, რომ ის არის სტაციონალური პაციენტი. ორი წელი მაინც სჭირდება ამ ადამიანს მკურნალობა და რეაბილიტაცია სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, სტრესისგან თავისუფალ გარემოში”,- განაცხადა ჯიშკარიანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ლიდერები თანხმდებიან, გააძლიერონ მზადყოფნა რუსული ბუნებრივი აირის შემცირებისთვის და ოფიციალური მოსკოვი ენერგოპროდუქტების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულეს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ პირობების შესრულებას არ აპირებს – თუ ვინმეს უნდა, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს, აქციაზე უნდა მოვიდეს – ჯაფარიძე