“2 თვის წინ ნაქირავებში დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა”-რა მოხდა რუსთავის ბაზარში

რუსთავის ბაზარში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, 36 წლის გიორგი ორველაშვილია. სამართალდამცველებმა ის სროლიდან მალევე დააკავეს.

მკვლელმა ე.წ სტამბოლის ბაზარში სროლა პირადი კონფლიქტის გამო დაიწყო და საკუთარ ბიძას ანგარიშსწორების მიზნით სანადირო იარაღიდან ესროლა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მასთან ერთად სროლას კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ხორცპროდუქტების გამყიდველი, ერთი კი ტაქსის მძღოლია. დაჭრილია დაკავებულის ბიძაშვილიც.

“ჩემი ნათლიის ძმისშვილია დამნაშავე. გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ ნაქირავებში დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა. პოლიციამ გაიგო ამის შესახებ, დაადგინეს, რომ ეს ვერ იყო ცოტა კარგად და ეს გიჟი, დღემდე, სამ თვეზე მეტია, დადის გარეთ…” – აცხადებს სავარაუდო დამნაშავის ახლობელი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს დამაბრკოლებელი ვერ გახდება პრეცედენტი ივანიშვილის სახით არსებობს
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური – მონაწილეობას არ მივიღებთ ფორმატში, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირებენ, პრეზიდენტის მოულოდნელად გაცხადებული ფორმატი მიუღებელია