2 სექტემბერს, ბათუმში, „სამეფო ნაციონალური ბალეტისა“ და „მილანის ბალეტის“ გალაკონცერტი გამართება

მილა2 სექტემბერს, ბათუმში, „სამეფო ნაციონალური ბალეტისა“ და „მილანის ბალეტის“ გალაკონცერტი გამართება.როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი გალაკონცერტი Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში იმართება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დიდი საგასტროლო მოგზაურობის შემდეგ, მილანის ბალეტი, ვერსაჩეს სახლის ექსკლუზიური კოსტუმებით, ბათუმს მხოლოდ ერთი დღით ეწვევა და, „სამეფო ნაციონალურ ბალეტთან“ ერთად, 2 სექტემბერს, ბათუმის კორტებზე უპრეცედენტო ერთობლივ გალაკონცერტს გამართავს.
გალაკონცერტის პროგრამაში შესულია ქრთული, იტალიური, ფრანგული და მსოფლიოს ხალხთა ცნობილი ქორეოგრაფიული დადგმები. ასეთი ტიპის გალაკონცერტი უკვე გაიმართა იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში და ახლა, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ერთი დღით იმართება ბათუმში.
გალაკონცერტზე შესრულებული იქნება მსოფლიო საცეკვაო ჰიტები, როგორც ქართული, ასევე, მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხის წარმატებული საცეკვაო შოუებიდან.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ მეტეხის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : “ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა “რუსთავი 2″ გააჩუმოს”