2 საათში იაპონიის ბანკომატებიდან 13 მილიონი დოლარი მოიპარეს

2 საათში იაპონიის ბანკომატებიდან 13 მილიონი დოლარი მოიპარეს

საერთო ჯამში 1,4 მილიარდი იენი (დაახლოებით 13 მილიონი დოლარი) მოიპარეს 1,4 ათასი ბანკომატიდან იაპონიის ტერიტორიაზე ორი საათის მანძილზე – The Japan Times-ი ავრცელებს.
ინციდენტი 15 მაისს მოხდა, თუმცა მასზე მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. ფული ტოკიოსა და სხვა 16 პრეფექტურაში მოიპარეს. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მინიმუმ 100 ბოროტმოქმედი მოქმედებდა ერთდროულად. ყოველ ჯერზე ისინი თითქმის 900 დოლარს იღებდნენ ბანკომატიდან, სულ 14 000-ჯერ. ამასთანავე, იყენებდნენ მომხმარებლების ყალბ პლასტიკურ ბარათებს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბანკებიდან მოიპარეს.

სამართალდამცველების თქმით, მასშტაბურ მოპარვაში სავარაუდოდ, მალაიზიის კრიმინალური დაჯგუფება მონაწილეობდა.
The Japan Times-ის ცნობით, მსგავსი ოპერაციების შედეგად 2012-2013 წლებში იაპონიის ფინანსურ დაწესებულებებს დაახლოებით 40 მილიონის ზიანი მიადგათ.

banner
წინა სტატიაშიგორბაჩოვმა კიევს მის ევროპაში არ შეშვებაზე უპასუხა
შემდეგი სტატიამთელი დღე სიცხეში მდგარმა აქლემმა პატრონს თავი მოაჭამა