„2 ოქტომბერს ხალხის ერთი ხმა წყვეტს გამოვიყენებთ თუ არა შანსს, რომ ეს პოლიტიკური უბედურება ჩამოვიცილოთ და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადავარჩინოთ“ – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად მცხეთასა და დუშეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ადგილობრივების თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას ტურისტული პროექტების განხორციელებისთვის 12 მილიონი ევროს ღირებულების ვალი აქვს აღებული, თუმცა ყველა დაგეგმილი პროექტი ამჟამად ან შეჩერებულია ან გაუქმებული.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაღალმთიანი სოფლის მაცხოვრებლებს ხელისუფლების ცვლილების შეთმხვევაში მაღალმთიანის სტატუსის დაკარგვით ემუქრებიან. მოქალაქეების თქმით კი პირიქით, ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია, ყველა დანარჩენი სოფლისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭება, რათა თითოეულ მათგანში გაიხსნას მცირე ზომის საამქრო, ძირითადად ხილის საშრობი, რადგან უმეტესწილად დუშეთსა და მცხეთაში კენკრის მოპოვებაა განვითარებული, თუმცა მის განსავითარებლად ადგილობრივი ხელისუფლება წლებია არაფერს აკეთებს. გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს ამოცანაა ყველა ადამიანამდე მიტანა გზავნილის, რომ მათი ერთი ხმა წყვეტს გამოვიყენებთ თუ არა შანსს, რომ ეს პოლიტიკური უბედურება ჩამოვიცილოთ და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადავარჩინოთ მთელ ქვეყანაში და რომ ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები.

“ყველგან, ჩვენი მოქალაქეების მონაყოლში, ჩვენი აქტიური მომხრეების მონაყოლში, ვინც აქ არის შეკრებილი, პოლიტიკურად აქტიური ვინც არის, ერთი და იგივე ხაზია, ერთი და იგივე სურათი დემონსტრაციულად ხალხის ფეხებზე დაკიდება მთავრობის მხრიდან წლების განმავლობაში და ახლაც მტკიცება იმით რომ მაინც ჩვენ დავრჩებით, არაფერს აზრი არ აქვს, ეს გზავნილი აქვთ, რომ მაინც ჩვენ ვიქნებით და მაინც არაფერი არ შეიცვლება. ჩვენ უნდა გაკვეთილი ჩავუტაროთ მათ 2 ოქტომბერს და ამისთვის ვართ აქ შეკრებილი და ჩვენი ლიდერები აქ მცხეთაში და დუშეთში “ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას
ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველოს ამოცანაა ყველა ადამიანმდე მიტანა ამ გზავნილის რომ მათი ერთი ხმა წყვეტს გამოვიყენებთ თუ არა შანსს, რომ ეს პოლიტიკური უბედურება ჩამოვიცილოთ და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადავარჩინოთ მთელ ქვეყანაში და რომ ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები.

„დღეს საქართველოში 2 ოქტომბერს ჩანიშნული არჩევნები არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს თავისუფლების ბედი, უნდა გადაწყვიტოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ბედი, 30 წლის მანძილზე ჩატარებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია და ეს ყველას კარგად უნდა გვქონდეს გათავისებული, მაგალითად დუშეთში არის ტურიზმის დიდი პოტენციალი, ამისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 12 მილიონი ევრო აქვს აღებული მსოფლიო ბანკიდან ვალი, მაგრამ დღეს ის პროექტი სამწუხაროდ არ განხორციელდა ვერ ხორციელდება არის მიტოვებული და დანგრეული, ეს ხომ მხოლოდ ადგილობრივ დონეს არ ეხება, ეს კონკრეტული შემთხვევა, არის მაღალმთიანი სტატუსის პრობლემა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანუ ჩვენ არ ვირჩევთ მხოლოდ ადგილობრივ მთავრობას, 2 ოქტომბირის არჩევნები რეფერენდუმია საქართველოს თითოეული მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრების პირობებისთვის და ჩვენი შვილების განათლების აი იმ სასურველ შედეგზე გასვლის, რაც უმნიშვნელოვანესია თითოეული ჩვენთაგანისთვის.“ – განაცხადა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა მერი ფოლოდაშვილმა

banner
წინა სტატიაშიმეგის ქარდავა: უკრაინიდან საქართველოში ჩემი ექსტრადირების დაჩქარება იგეგმება
შემდეგი სტატიასუს-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს