2 ოქტომბერს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ

არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ.
ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში.
გარდა ამისა სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.
2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.

წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭრით, თბილისში YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა
შემდეგი სტატიამარინა კალიურანდმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო მდგომარეობა შეაფასა