2 მარტიდან რუსეთმა აფხაზეთიდან ხილის გატანა აკრძალა

რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის სამსახურის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 12 მარტიდან აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციაში ხილ-ბოსტნეულის გატანა აიკრძალა – აკრძალვის მიზეზია ფაროსანა, ავრცელებს რუსული უწყება.
საზღვარზე შემოწმდება ტვირთი, მათ შორის ხელბარგი – უწყების პრეს-სამსახური წერს.
მავნებელი ევროაზიული ეკონომიკური ზონის საკარანტინო ობიექტების ჩამონათვალშია, დოკუმენტი 2016 წლის 30 ნოემბერს მიიღეს. უწყების თქმით, მავნებელი უკიდურესად სწრაფად ვრცელდება რუსეთის ფედერაციაში.

banner
წინა სტატიაშიტრანსგენდერებმა პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლაზე მოთხოვნა პროკურატურაში შეიტანეს
შემდეგი სტატიაპრემიერს და საქართველოს მთავრობას აქვს სტოკჰოლმის სინდრომი, როდესაც შენი დამპყრობელი გიყვარდება – დავითაია