4.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

2 გარდაცვლილი და 1 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე

ქობულეთი – ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ცნობებით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისა მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა. “თაიმერის” ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი სენაკის სამხედრო ბაზას ეკუთვნის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებმაც დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს” – წერს თავდაცვის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა” – შალვა პაპუაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის საწყის პერიოდზე
შემდეგი სტატიავინ უქმნის საფრთხეს ქართულ ფინანსურ სექტორს?! – საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის შეფასება