2 დღის ვადას ვაძლევთ გარემოს დაცვის სამინისტროს, გვითხრას პასუხი, როდის შეგვხვდება მინისტრი-“ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად”

მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” განცხადებას ავრცელებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2 დღის ვადას აძლევს, რათა მიიღონ პასუხი, როდის შეძლებს მინისტრი პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრას.

მოძრაობის მოთხოვნაა შეხვედრა საჯარო ფორმატში მომდევნო კვირის განმავლობაში გაიმართოს.

“ბოლო დღეების განმავლობაში, სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ქვეუწყება, დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ დრომდე არ გამოხმაურებიან, მოსახლეობა 2 დღის ვადას ვაძლევთ, რა დროშიც უნდა გვითხრან პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს მინისტრი ჩვენთან შეხვედრას.

შეხვედრა საჯარო ფორმატში, შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს კონკრეტული ზომების მიღება”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბალდის კანონის მშენებლობის მოწნიააღმდეგეები თვეებია კარავში ათენებენ ღამეს. 11 ივნისის ღამეს მშენებლობის მოწინააღმდეგეებს საპროტესტო კარავში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით ორი ადამიანი, ძმები ხურცილავები დააკავეს. მოგვიანებით მუქარის ბრალდებით დააკავეს მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი შრომის შედეგია, რომელსაც ნაკრების თითოეულმა წევრმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიაღწია
შემდეგი სტატიათბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს