2-დღიანი უმძიმესი დაპირისპირების შემდეგ, აზოვსტალში, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების მოგერიება შეძლეს

2-დღიანი უმძიმესი დაპირისპირების შემდეგ, აზოვსტალში, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების მოგერიება შეძლეს და მათი ნაწილი, ტერიტორიიდან გააძევეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც ალექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, მიუხედავად დიდი ძალებისა და ინტენსიური იერიშებისა მტერმა ქარხნის ტერიტორიის აღება ვერ მოახერხა. მისივე თქმით, ვითარება აზოვსტალში ამ დრომდე მძიმეა, მტერი ყველანაირად ცდილობს ქარხნის ტერიტორია ბოლომდე დაიკავოს, რათა 9 მაისისთვის გამარჯვება გამოაცხადოს.

“რუსებმა აზოვსტალის საბოლოოდ აღება გადაწყვიტეს და ინტენსიური იერიშები დაიწყეს. როგორც ვიცით კირილენკოც ადგილზეა. როგორც ვხვდებით, რუსებს უნდათ რომ 9 მაისისთვის გამარჯვება და მარიუპოლის აღება გამოაცხადონ. შეიჭრნენ აზოვსტალის ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა უკან დაახევინეს. ყველაფრის მიუხედავად ვითარება კრიტიკულია, შემიძლია ვთქვა რომ ჩვენმა პრეზიდენტმა მთელი ძალა და დიპლომატიური არხები მარიუპოლისა და აზოვსტალის პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენა. ვნახოთ, რა გამოვა”, – ამბობს არესტოვიჩი.

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ მათი სამხედროები მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაში შეიჭრნენ და ტერიტორიას უტევენ.

უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ შეტევა განუწყვეტლივ მიმდინარეობს და რუსეთი ცდილობს “აზოვსტალში” დარჩენილები გაანადგუროს.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გააუქმა ფოლადის ქარხანაზე თავდასხმის გეგმები. მისი თქმით, სანაცვლოდ პუტინმა თავდაცვის მინისტრს უბრძანა დაეხურა ქარხანა “ისე, რომ ბუზმაც ვერ გაიფრინოს”.

ცნობისთვის, მარიუპოლში ისევ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, “აზოვსტალის” ქარხანას თავს ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები აფარებენ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: უკრაინის ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში