2 დეკემბერი, 11:00 საათი – ენმ საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხვალ, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს.

აქცია ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს უკავშირდება. მოქალაქეები ადგილზე 11:00 საათიდან შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

ჯერჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების უფლებას, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – ვაქცინაციის ტემპის ზრდა იმედის მომცემია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვრებელ უბანს გააშენებს