„2 500-მდე სტუდენტი, ყოველწლიურად კურსებს გაივლის “

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არმაზ ახვლედიანის მიერ პარტია

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საინტერესო პროექტი ხორციელდება, რომელიც მდინარეების მართვას შეისწავლის.

მისი თქმით, წყლის რესურსების მართვის ლაბორატორია გარემოს დაცვის კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება.

„ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდება. ეს არის საქართველოში არსებული მდინარეების მართვა და მისი შესწავლა. აქ ყველანაირი მიმართულებაა. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება გარემოს დაცვის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროექტის განხორციელებას. ხელშეწყობა დიდია – ფინანსთა, ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროებისგან. ლაბორატორიის ჩამოყალიბების შემდეგ, 2 500-მდე სტუდენტმა ყოველწლიურად გაიაროს ლაბორატორიის კურსები, რის შემდეგაც ჩვენ მივიღებთ ძალიან გამოცდილ და ძლიერ კადრებს“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„ეს არის საჩუქარი ჩვენი სპორტსმენებისთვის და მომავალი თაობისთვის“
შემდეგი სტატიადაკავაბეულია „ნიუ კონსტრაქშენი“-ს დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი