2.000 ყალბი აქციზური მარკის გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ბრალდებით თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, 1 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გაასაღეს 2 000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი აქციზური მარკები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

banner
წინა სტატიაშიომი არ დასრულებულა, მაგრამ “ჰამასის” განიარაღება გარდაუვალია – ნეთანიაჰუ
შემდეგი სტატიაორჯერ დაკავებული რუსი ქუჩის მუსიკოსი, ციხიდან გამოსვლისთანავე, მესამედ დააკავეს