2 წელიწადში ქურთისტანი დამოუკიდებელი იქნება

barzaniერაყის ქურთისტანის ავტონომიის ლიდერი მესუდ ბარზანი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქურთისტანის ავტონომიას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გახდის…
ამის შესახებ ქურთისტანის სააგენტო ,,რუდვანი,, მესუდ ბარზანისთან დაახლოებულ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს.
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კი, რომელიც ბარზანიმ 2015 წლის 15 აგვისტოს დანიშნა, ბარზანების დინასტიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული წარმომადგენლის გამარჯვებაზე ეჭვი არავის ეპარება.
Peshmerga_3გამომდინარე იქიდან, რომ ქურთისტანის ავტონომია ,,ისლამური სახელმწიფოს,, მიერ დასუსტებულ ერაყის რესპუბლიკაში ყველაზე დაცული ტერიტორიაა და ამ ტერიტორიის დამცველი ქურთისტანის ლეგენდარული, გამოცდილი და კარგად შეიარაღებული შეიარაღებული ძალები ,,ფეშმერგა,, აშშ-ს და კოალიციური ძალების ყველაზე სტრატეგიული პარტნიორი იყო და არის, როგორც სადამ ჰუსეინის ასევე ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ, ქურტისტანის დამოუკიდებლობას რეალური საფუძველი აქვს.
the-peshmerga-are-incredibly-well-equipped-and-have-received-funding-and-weapons-from-both-the-us-and-russiaაღსანიშნავია, რომ სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ, კოალიციურმა ძალებმა, საბრძოლო მოქმედებებში გამოყენებული შეიარაღების ნახევარზე მეტი ქურტისტანის ,,ფეშმერგას,, გადასცა როგორც ერთგულ მოკავშირეს… კოალიცია ამჟამადაც ამარაგებს იარაღით ქურთების არმიას, როგორც ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, მებრძოლ ყველაზე ეფექტურ ძალას.
ჰუსეინის დამხობის შემდეგ, ქურთისტანმა მიაღწია ახალ ერაყულ მთავრობასთან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მას როგორც ავტონომიას უფლება მიეცა საკუთარი ლეგალური შეიარაღებული ძალების ყოლოდა.
,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლებით, ,,ფეშმერგამ,, რამდენიმე ისეთ ქალაქზე დაამყარა კონტროლი, რომელიც ერაყის არმიამ ისლამისტებს შეატოვა და რომელსაც ქურთები თავის ძირძველ მიწებად მიიჩნევენ. ამ ქალაქებს ახლა ქურთები საკუთარი ავტონომიის ოფიციალურ ნაწილად თვლიან…

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ჯანელიძე უნდა გადადგეს” – ფიქრია ჩიხრაძე