2 თვიანი წინასწარი პატიმრობა რუსთავი 2-ის მხარდაჭერისთვის

რადიო

რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ქუთაისში დასრულდა.

მოსამართლემ სამივე დაკავებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილოები არიან და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

განცხადება გააკეთა რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა გიორგი ონიანმაც. ის ამბობს, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი დაეტოვებინა სამივე პირი წინასწარ პატიმრობაში.

სასამართლომ უარი თქვა, დაცვის მხარის შუამდგომლობაზე შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქმეზე, ან დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” მარნეულის საკრებულოს სამმა დეპუტატმა და ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება გადავიდა პირდაპირ რეპრესიებზე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ”