2 თვე თბილისის ტრაგედიიდან – უწყებათაშორისი კომისია გასვლით სხდომას მართავს

2 თვე თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან. 13 ივნისიის სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია გასვლით სხდომას მართავს. კომისიის წევრები ამ წუთებში წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე იკრიბებიან.

სხდომას დაესწრებიან დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და სხდომის წევრები სწორედ მათგან მიიღებენ ინფორმაციას სტქიის შემდეგ ჩატარებული სამუშაოების შესახებ, მათ შორის საუბარი შეეხება დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის საკითხს.

ასევე სხდომის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზის აღდგენა იქნება. როგორც ცნობილია, დაზარალებული მოსახლეობა ითხოვდა ამ გზის დროულ აღდგენას, რადგან მათ შემოვლითი გზებით უწევთ გადაადგილება.

დღესვე უნდა დადგინდეს სტიქიის ზონები და სწორედ ამის შემდეგ განისაზღვრება დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა.

banner
წინა სტატიაში„მოვუწოდებთ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, მოსკოვზე ზეწოლა განაგრძონ“
შემდეგი სტატიავოლსკი: საგარეჯოსა და მარტვილის დეპუტატობის კანდიდატების ,,შორთ ლისთი” განსაზღვრულია