1991 წლის 25 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა

1991 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 30 წლის განმავლობაში, საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა.

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის 25 დეკემბერს ამერიკელი ხალხისადმი სადღესასწაულო მიმართვისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება გამოაცხადა. ამის შემდგომი 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჩამოყალიბდა მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოსა და მთელი ევროპის სახელით”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – ჩვენს სულიერ მამას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 11 808 ადამიანი აიცრა