1990 წელს გადაღებული მელოდრამის „ლამაზმანის“ გაგრძელებას გადაიღებენ

richard giri26 წლის წინ გადაღებული ფილმი მსოფლიოში ცნობილი მალევე გახდა, რაც რიჩარდ გირისა და ჯულია რობერტსის დამსახურება იყო. ბიზნესმენ ედვარდ ლუისისა და მეძავი ვივიენის ისტორიამ, ასევე, ფილმის საუნდტრეკმა ყველა მოხიბლა.

მსახიობმა რიჩარდ გირმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფილმის გაგრძელების შესახებ დაწერა. თუ იდეა ბევრ მოწონებას დაიმსახურებდა, პირობის თანახმად, „ლამაზმანის“ გაგრძელება შესაძლებელი იქნებოდა.

14 საათში, რიჩარდ გირის პოსტმა მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა. საქმეში პროდიუსერები ჩაერთვნენ. რიჩარდ გირსა და ჯულია რობერტსს საკონტრაქტო შეთავაზებები უკვე გადაუგზავნეს, სადაც მსახიობების ჰონორარები შვითნიშნულიანი ციფრებია. „ლამაზმანის“ გაგრძელების გადაღებების დაწყებაზე ჯერჯერობით ინფორაცია არ ვრცელდება.

lamazmani

 

banner
წინა სტატიაშიაჭარაში გრიპის ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე მანანა კობახიძის განცხადებას პასუხობს (ვიდეო)