1989 წლის 9 აპრილიდან 36 წელი გავიდა

9 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა , მერიისა და საკრებულოს წევრებმა, მერის რწმუნებულებმს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი 9 აპრილის სკვერში მიაგეს.

ქართული საგალობლები შეასრულეს ანსამბლებმა “ბედინერამ” და “მამულმა”. მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლეებმა.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნასთან დაკავშირებით, სოფელ ნაგურუს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ილია სარიამ პანაშვიდი გადაიხადა.

1989 წლის 9 აპრილი, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მშვიდობიანი აქცია, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს. თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები ტანკებითა და ორლესული ნიჩბებით დაარბიეს.

საბჭოთა ჯარისკაცებმა მშვიდობიან მომიტინგეებს გზა მძიმე ტექნიკით, ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ კი დემონსტრანტებს ნიჩბებით და მხუთავი აირით გაუსწორდენენ.

კრემლის მითითებით მიტინგის დარბევა მოხდა ამავე ღამეს ტელევიზიასთან, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ერთ ნაწილთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.
9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალი, ხოლო 4 მამაკაცი იყო. გარდაცვლილებს შორის იყო არასრულწლოვანებიც.

9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი სხვადასხვა სახის ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით 2000-ამდე მოქალაქე მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიის და იმავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
ისტორიაში ეს დღე შევა, როგორც საქართველოს ბრძოლა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ.

 

banner
წინა სტატიაში“პუტინი არ დაიწყებს ლოდინს, როდის მოემზადება NATO ომისთვის”, – გერმანელი ექსპერტი
შემდეგი სტატიარამზან კადიროვი პოლიციელებზე თავდამსხმელის ნათესავებს ჩეჩნეთიდან გაძევებას უპირებს