198 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი უსასყიდლოდ გადაეცემა

დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ასევე 198 საცხოვრებელი სახლის დაკანონების საკითხი. 198 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ გადავცემთ საკუთრებაში საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა მთავრობი სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან დღემდე, 12 ათას დევნილ ოჯახს უკვე დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი.

“დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ასევე 198 საცხოვრებელი სახლის დაკანონების საკითხი. 198 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ გადავცემთ საკუთრებაში საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 ათას ოჯახს უკვე დაუკანონდა მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები. ეს პროცესი გრძლდება სრული დატვირთვით და ამ პროცესს ახორციელებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად”.- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიForbes–ის რუსულენოვანმა ვერსიამ ბაკურიანი იმ კურორტების ათეულში შეიყვანა
შემდეგი სტატიაშსს-მ ქრთამის მიცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა