აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვასილ ვარძელაშვილი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა შიდა-ქართლის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასამელი “ჰენესი”.
“საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიმთელი რუსეთი იოშკარ-ოლას დაკარგულ მერს ეძებს
შემდეგი სტატიაგორში პოლიციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა