1941 წლის 22 ივნისი – გერმანიის პრეზიდენტმა “დედა-სამშობლოს” თაიგულით შეამკო

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა. ამ დღიდან 80 წელი გავიდა და გერმანიის ოფიციალურმა პირებმა დღეს ეს დღე გაიხსენეს.

პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბერლინის პანკოვის რაიონში სტატუეტი “დედა-სამშობლო” თაიგულით შეამკო. ზუსტად აქ 13 ათასი წითელი არმიის ჯარისკაცია დასაფლავებული იმ 80 ათასიდან, რომლებიც 1945 წლის მაისში ბერლინში დაეცნენ – “დოიჩე ველე” წერს.

პრეზიდენტმა წითელი არმიის ჯარისკაცებსა და დაღუპულ მოქალაქეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. მას სიტყვა არ წარმოუთქვამს. ყველაფერი, რასაც ის აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ფიქრობდა, გასულ პარასკევს, 18 ივნისს გერმანულ-რუსულ მუზეუმში “ბერლინ-კარლსჰოსტში” (ყოფილი ოკუპაციის მუზეუმი) თქვა. მაშინ მან გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიას “სიძულვილისა და ძალადობის გავრცელება, ომის რადიკალიზაცია და მისი ტოტალურ განადგურებაში გადასვლა” უწოდა. “გერმანელების ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მკვლელების ბარბაროსობა იყო” – თქვა შტაინმაიერმა. ეს სიტყვა პრეზიდენტის საიტზე დევს.

დღესვე აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დაურეკა.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა ზელენსკი ბერლინში დონბასის თემაზე სასაუბროდ დაპატიჟა
შემდეგი სტატიააირჩიეთ: აცრა თუ ციხე – ფილიპინების პრეზიდენტი მოსახლეობას