1940 წლის 5 მარტს საბჭოთა ხელისუფლებამ 22 000-ზე მეტი პოლონელი სამხედრო ტყვე სიკვდილით დასაჯა, რასაც კატინის ხოცვა-ჟლეტა ეწოდა.
ტრაგედიიდან 47 წლის შემდეგ, 1990 წლის 13 აპრილს საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად სცნო ნკვდ-ს ბრალი კატინის ტრაგედიაში.
1992 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ პოლონეთის მოქალაქეების (ძირითადად პოლონური არმიის ოფიცრების) მასობრივი მკვლელობა განხორციელდა 1940 წლის გაზაფხულზე, საბჭოთა ნკვდ-ს თანამშრომლების მიერ.
სიკვდილით დასჯა განახორციელა ნკვდ-ს ტროიკამ, სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს 1940 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად. მოგვიანებით გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტების მეშვეობით დადასტურებულია, რომ დახვრიტეს 21 857 პოლონელი სამხედრო ტყვე.
2010 წლის 26 ნოემბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ აღიარა კატინის ხოცვა-ჟლეტაში იოსებ სტალინის და სხვა საბჭოთა მოღვაწეების დანაშაული.
















