1921 წელს დაღუპულ იუნკერებს საქართველოს სუპერთასზე გაიხსენებენ

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

იუნკერები არც ქართველ ფეხბურთელებს დავიწყნიათ. დღეს, 23 თებერვალს საქართველოს სუპერთასზე დინამო შავი ფორმებით ითამაშებს. მაისურებზე დაღუპული იუნკერების სახელები წერია.

banner
წინა სტატიაში23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
შემდეგი სტატიათეიმურაზ შარაშენიძე ხარკოვის ოლქში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა