19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიჭრა. ის კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, 19 წლის ახალგაზრდა გუშინ გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს სწავლობს, თუმცა ოჯახი მუხლის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების განზრახ მკვლელობის მუხით წარმართვას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიიან კელი : სასიხარულოა, რომ თბილისის მერი აპირებს, ძალისხმევის დიდი ნაწილი ქალაქში ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართოს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს ხელი მოაწერა