19 ნოემბერს მსოფლიო ტუალეტის დღეს აღნიშნავს

19 ნოემბერს გაერო ტუალეტის დღეს აღნიშნავს. “მსოფლიოში 892 მილიონი ადამიანი ღია დეფეკაციას ეწევა. ისინი საჭიროებას ისაქმებენ ქუჩებში, მინდვრებში, ბუჩქებში სახლის გვერდით. მათგან ნახევარზე მეტი, დაახლოებით 520 მილიონი ადამიანი, ინდოეთში ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 40%-ს შეადგენს. 19 ნოემბერი ტუალეტის საერთაშორისო დღეა” – გაერომ საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. გარდა ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ “ტვიტში” საუბარია იმაზე, რომ მსოფლიოში არსებული სკოლების მესამედში არ არის ტუალეტი, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ასევე, მსოფლიოში 900 მილიონ მოსწავლეს ტუალეტის შემდეგ ხელის დაბანის საშუალება არა აქვს, რაც სასიკვდილო დაავადებების გადატანის შესაჩერებლად აუცილებელია – ორგანიზაციის “ტვიტერ” ბლოგზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფო” ერთ-ერთი ბოლო სამაგრიდან გაყარეს
შემდეგი სტატიაჩინეთი პორნოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში ათობით ათას დოლარს გადაიხდის