19 დაღუპული და 60-მდე დაშავებული – “მანჩესტერ არენაზე” აფეთქებისას დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

“მანჩესტერ არენაზე” კონცერტის დროს მომხდარ აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა ამ დროის მონაცემებით 50-მდე გაიზარდა.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარ ფაქტს “ბარბაროსული აქტი” უწოდა. ამავდროულად გამოძიების მთავარ ვერსიად კვლავ ტერორისტული აქტი რჩება.

იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ეს აფეთქება ტერაქტი იყო, მაშინ „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი აფეთქება იქნება ყველაზე სისხლიანი ტერაქტი დიდ ბრიტანეთში 2005 წლის ლონდონი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა.

მანჩესტერის პოლიციის განცხადებით ადგილობრივი დროით 22:35 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ აფეთქების ხმის გაგონების შემდეგ პანიკაში მყოფი ასეულობით მაყურებელი მანჩესტერის ცენტრში მდებარე საკონცერტო დარბაზს ტოვებდა. ამ მომენტისთვის „მანჩესტერ არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი.

თვითმხილველების თქმით აფეთქების ხმა მაშინ გაისმა , როდესაც მომღერალმა საკონცერტო პროგრამა დაასრულა და მაყურებლები გასასვლელილსკენ გაემართნენ.

banner
წინა სტატიაშიმანჩესტერში აფეთქების გამო შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა
შემდეგი სტატიაბერლინში საკონსტიტუციო განხილვა გრძელდება