29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

19 ახალი საფეხბურთო სტადიონიდან ნაწილი სამეგრელოში აშენდება: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს  ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 19 ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, სენაკში, ტყიბულში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, დედოფლისწყაროში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, დმანისში, თეთრიწყაროში, ნინოწმინდაში, გარდაბანში, მარნეულში, ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარში.

„პროექტებით გათვალისწინებულია 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, თანამედროვე საფეხბურთო მოედნების, მსაჯების და  გუნდების ოთახების, საშხაპეების, გასახდელების და  ტექნიკური სათავსოების მოწყობა.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას რეგიონებში და გააძლიერებს სპორტულ ცხოვრებას.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშიბორის პისტორიუსი: უკრაინაში ომი პოტენციურად გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ჩვენ ეს იმპულსი უნდა გამოვიყენოთ
შემდეგი სტატია5 ივლისი გაორმაგების დღეა –  მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ