19 წლის ნანა გიგლემიანი ოჯახმა დღეს დაკრძალა.

19 წლის ნანა გიგლემიანი, რომელიც ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ოჯახმა დღეს დაკრძალა. გიგლემიანები აცხადებდნენ, რომ მიცვალებულს იმ დრომდე არ დაკრძალავდნენ, ვიდრე გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებულს პოლიცია არ დააკავებდა.

აღნიშნული მოთხოვნით მათ რამდენჯერმე აქციაც მოაწყვეს და ცენტრალური გზა გადაკეტეს.

შეგახსენებთ, რომ ნანა გიგლემიანი 6 თებერვალს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. მას აღმაშენებლის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა. 19 წლის გოგონა აფხაზეთიდან დევნილია. ის ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელიც გოგონას დაეჯახა, ქალი მართავდა. გარდაცვლილის ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ ნანა გიგლემიანის გარდაცვალებაში ბრალდებული პოლიციელის ცოლია.

banner
წინა სტატიაშიბარბარე რაფალიანცის ბებია გურჯაანის პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს ტყუილში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი – წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების იმედი მაქვს