19 წლის თურქ მომღერალს ,,ქილერმა,, თავში ესროლა (+VIDEO)

simdi-moda-bu-sibel-can-diyarbakirdan-kiz-kacirdiთურქული ,,ჰურიეთის,, ცნობით, 19 წლის თურქი მომღერალი მუტლუ კაია, ქილერის მიერ თავში გასროლილი ტყვიისგან მიღებული ჭრილობით, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დიარბაქირის საავადმყოფოში გადაიყვანეს…

ქილერი, რომლის ვინაობაც არ სახელდება და რომელმაც მუტლუ კაიას საკუთარ სახლში რეპეტიციის დროს ფანჯრიდან ესროლა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მომღერალს, რომელმაც თურქული Fox TV-ს კონკურსი წარმატებით გაიარა და მომდევნო ეტაპზე მონაწილეობა უნდა მიეღო… თურქეთში ცნობილმა მომღერალმა და კონკურსის ჟიურის წევრმა  სიბელ ჯანმა დიარბაქირში (სადაც მუტლუ სკოლის ბუფეტში მუშაობდა) ჩააკითხა მას და განსაკუთრებული ტალანტის გამო მხარდაჭერა აღუთქვა… თუმცა მუტლუს ოჯახის წევრები დედის გარდა, კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მას ამ კონკურსში მონაწილეობა მიეღო… ხოლო დედა თან ახლდა მუტლუს კონკურსზე და თვალცრემლიანი უყურებდა დარბაზში მის გამოსვლას.

თურქული მედია აღნიშნავს, რომ საცხოვრებლად ცალკე გადასულ მუტლუ კაიას, რომელიც ოჯახის უფროსებს არ დაემორჩილა და კონკურსში მონაწილეობა მიიღო, მამა და ოჯახის სხვა წევრები ემუქრებუდნენ…

TIMER-AAაღსანიშნავია, რომ თურქული ქალაქი დიარბაქირი, ეთნიკური ქურთებით დასახლებულ მხარის მთავარი ქალაქია და ამ კუთხეში ძალიან მძაფრია, როგორც ეთნიკური ტრადიციების მიმართ ერთგულება, ასევე უარყოფითი განწყობები თურქეთის სახელმწიფოს მიმართ…

/ვიდეო: მუტლუ კაიას გამოსვლა Fox TV-ს  კოკურსზე/

banner
წინა სტატიაში„Financial Times“ საქართველოში არსებულ ვითარებაზე სტატიას აქვეყნებს
შემდეგი სტატია„ეს უკვე იღებს ძალიან მავნე და არასაჭირო ტრადიციის სახეს,” – გოკა გაბაშვილი 26 მაისზე