19 არასამთავრობო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იკრიბება

ამ წუთებში მრგვალი ბაღის ყველა სესასვლელი გადაკეტილია. ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ადგილზე 19 არასამთავრობო ორგანიზაცია იკრიბება.

შეკრების მიზანია საზოგადოებას გააცნონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადება 2012 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ამონარიდებს განცხადებიდან ორგანიზატორები პლაკატების სახით გაშლიან.

გარდა ამისა შეხვედრის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მიმართავენ შსს-ს და მოუწოდებენ, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა,”-აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღევანდელი შეკრების ორგანიზატორები რამდენიმე წუთი დარჩებიან ადგილზე რის შემდეგაც ღონისძიება დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისირიაში საქართველოს მოქალაქე დაღუპა
შემდეგი სტატია“სახელმწიფო ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას”