187 აბი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 187 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება ამოიღო.

სამართალდამცავებმა 1958 წელს დაბადებული არმენ მ. ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დაკავებულის ავტომანქანისა და მისი პირადი ჩხრეკისას 42 კაფსულა ,,ლირიკა“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 12,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრებალგინს შეიცავს. ასევე ამოღებულია 1,35 გრ ნარკოტიკული საშუალება კოდეინის და 1,35 გრ ფსიქოტროპული ნივთიერება ფენობარბიტალის შემცველი 135 აბი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმორიგი ტაქტიკური სწავლება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე
შემდეგი სტატიალონდონში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის სამიტი გაიმართება