2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

183 შეკვრა დაფასოებული ნარკოტიკი – თბილისში ირანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ირანის მოქალაქე – 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 183 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით  მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-უკრაინის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მოლაპარაკებებისთვის
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა