18:00 საათიდან დღეს სამარშრუტო ტაქსების მარშრუტი იცვლება

UEFA-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით დღეს, 18:00 საათიდან გზებზე დაწესებული შეზღუდვების გამო ავტოტრანსპორტის მარშრუტი იცვლება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სტადიონ “დინამო არენაზე” ფეხბურთის მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით, გადაიკეტება მ/ს “წერეთლიდან” თამარ მეფის გამზირამდე არსებული გზის მონაკვეთები – წერეთლის გამზირი, ცაბაძის ქუჩა, წინამძღვრიშვილის ქუჩა და დავით აღმაშენებლის გამზირი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მითითებულ მონაკვეთზე გამავალი სამარშრუტო ტაქსები შემდეგი ალტერნატიული სქემით იმოძრავებენ.

№ 6, 31, 40, 89, 109, 111, 148 სამარშრუტო ტაქსები – აკაკი წერეთლის გამზირიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: აკაკი წერეთლის გამზირი – ქუთაისის ქ. – მარცხენა სანაპირო – გენერალ კვინიტაძის ქ. – თამარ მეფის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით. უკუ მიმართულებისას, მოძრაობისას თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: თამარ მეფის გამზირი – მარცხენა სანაპირო -თამარ მეფის პანდუსთან ჩახვევით, კინოსტუდიის მხრიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქ., აკაკი წერეთლის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით.

№ 32, 41, 51, 85, 102, 108, 133, 141 სამარშრუტო ტაქსები აკაკი წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: აკაკი წერეთლის გამზირი – ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი – სააკაძის მოედანი – მარჯვენა სანაპირო – თამარ მეფის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით. უკუ მიმართულებისას, მოძრაობისას გმირთა მოედნიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: გმირთა მოედანი – თამარ მეფის გამზირი – გენერალ კვინიტაძის ქ. – მარცხენა სანაპირო – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. – აკაკი წერეთლის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით.

№195, 204 სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერება იქნება მ/ს “წერეთელთან” ნაცვლად ეროვნული სტადიონისა და დეზერტირის ბაზრისა.

დანარჩენი სამოძრაო სქემა იგივე დარჩება.

№10 სამარშრუტო ტაქსი აკაკი წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებს: აკაკი წერეთლის გამზირი – ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი – სააკაძის მოედანი – მარჯვენა სანაპირო – თამარ მეფის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით. უკუ მიმართულებით მოძრაობისას სააკაძის მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს: სააკაძის მოედანი – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, ქუჩა – აკაკი წერეთლის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით.

№66 სამარშრუტო ტაქსი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებს: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი – მარცხენა სანაპირო – გენერალ კვინიტაძის ქ. – თამარ მეფის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით. უკუმიმართულებისას მოძრაობის სქემა არ იცვლება.

№ 124, 220 სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემა სადგურის მოედნიდან საბურთალოს მიმართულებით არ იცვლება. უკუ მიმართულებით მოძრაობისას, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: სააკაძის მოედანი – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი – მარცხენა სანაპირო – გენერალ კვინიტაძის ქ. – თამარ მეფის გამზირი – სადგურის მოედანი.

№142 სამარშრუტო ტაქსის მარშრუტი წრიულია და წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გამოსვლისას, ნაცვლად თევდორე მღვდლის ქუჩისა იმოძრავებს: თამარ მეფის გამზირი – მარცხენა სანაპირო – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. – აკაკი წერეთლის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით.

№145 სამარშრუტო ტაქსის მარშრუტი წრიულია და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას გაივლის: მიხეილ ჯავახიშვილის ქ. – წინამძღვრიშვილის ქ. – თამარ მეფის გამზირი – მარცხენა სანაპირო – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. – აკაკი წერეთლის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით.

№167 სამარშრუტო ტაქსის აკაკი წერელის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე მოხვდება ქუთაისის ქუჩის გავლით ნაცვლად მეტრეველის, ყიფიანის და გიორგი ცაბაძის ქუჩებისა. უკუ მიმართულებით მოძრაობისას მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირზე შევა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან.

№169 სამარშრუტო ტაქსი აგლაძის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ყიფიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს: ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი – სააკაძის მოედანი – მარჯვენა სანაპირო – თამარ მეფის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით. უკუ მიმართულებით მოძრაობისას სააკაძის მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს: სააკაძის მოედანი – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, ქუჩა – აკაკი წერეთლის გამზირი – შემდეგ იგივე სქემით.

banner
წინა სტატიაში“ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ბურთი ახლა საქართველოს ჩააწოდეთ”
შემდეგი სტატიაფერგიუსონში სიტუაცია ისევ დაძაბულია