180-ე საჯარო სკოლაში სამართალდამცველები მუშაობენ

არსებული ინფორმაციით, 180-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც  სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი აცხადებს, ამის მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 112-ში შესული სატელეფონო შეტყობინებაა, რომელიც სკოლის ტელეფონზე ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის გამო სკოლის შენობიდან მოსწავლეთა გამოყვანა მოხდა.
მშობლის ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.
180-ე საჯარო სკოლა ვარკეთილში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიდა გასაყიდი როცა აღარ გვექნება რას ვაპირებთ?????–სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძის მამა – დათო ვერ დაიჭირეს და მე დამიჭერენ