18 წლის ზემოთ პირებში, ჯერჯერობით, მეორე ბუსტერ დოზის გამოყენებაზე რეკომენდაცია გაცემული არ არის – გაბუნია

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად, დამატებითი ბუსტერ დოზა დასაშვებია 50 წელს ზევით და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 18 წლის ზემოთ პირებში მეორე ბუსტერ დოზის გაკეთების რეკომენდაცია ჯერჯერობით გაცემული არ არის.

„COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. 18 წლის ზევით პირებში, ჯერჯერობით, არც ერთ ამ ორგანიზაციას, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიბოლო მონაცემებით, უკრაინის ქალაქ ვინიცაში სარაკეტო იერიშის შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიაგთხოვ, თავს გაუფრთხილდი, აღიდგინე ძალები, რომ მალე ისევ გავაგრძელოთ ერთად მუშაობა – ევროპარლამენტარის წერილი მიხეილ სააკაშვილს