18 წლის გოგონას ახლობლები, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ რამდენიმე თვეა კომაშია, ხეჩინაშვილის კლინიკაში შეიჭრნენ

ხმაურია ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. პაციენტ ხატია თვაურის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები საავადმყოფოს შეობაში შესვლას მოითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ კერძო დაცვის სამსახურმა არ მისცა. მოგვიანებით ისინი კლინიკაში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ. შედეგად, კლინიკის დაცვის თანამშრომელმა თავის არეში მცირე დაზიანება მიიღო.

ახლობლები მოითხოვდნენ, 18 წლის გოგონას მკურნალი ექიმის ნახვას და საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას იმის შესახებ თუ რა დაემართა 5 თვის წინ გოგონას, რომელიც ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილზე საჭირო გახდა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება, რომლებმაც საავადმყოფოში მყოფი დაზარალებული პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები შენობიდან გაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელობას აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კლინიკის შესასვლელთან ამ დრომდე იმყოფებიან ხატია თვაურის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაკლასელები. ადგილზე კვლავ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომლებიც კლინიკის შესასვლელს აკონტროლებენ.

ხატია თვაურს რამდენიმე თვის წინ ცხვირის ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგად დღემდე კომაშია.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო ქრონიკული დაავადებების პროგრამაში მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიაშსს-მ ნაძალადევში, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო