18 წლის გოგო, რომელმაც დრბევის დროს თვალი დაკარგა, სავარაუდოდ, აქციის მონაწილე არ იყო

18 წლის გოგო, რომელმაც პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს თვალი დაკარგა, აქციის მონაწილე არ იყო. როგორც ახალგაზრდის და ამბობს, ის სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა. პარლამენტის შენობასთან კი მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ მეტროს ვერ ჩაუსწრეს.

საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.

მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.

აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.

შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მივიდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე გადადგა