18 წლის ებონის ორი საშვილოსნო აღმოაჩნდა, ერთ-ერთი მათგანი მენსტრუალურ ციკლს აგრძელებდა, მეორე კი..

ებონი სტივენსონი თავს შეუძლოდ გრძნობდა და დასაწოლად წავიდა. ოთხი დღის შემდეგ კი გოგონა იმშობიარა. ახალგაზრდა ქალს ეჭვიც კი არ ჰქონია, რომ ფეხმძიმედ იყო. 18 წლის ებონის ორი საშვილოსნო აღმოაჩნდა, ერთ-ერთი მათგანი მენსტრუალურ ციკლს აგრძელებდა, მეორე კი ზურგთან ახლოს მდებარეობდა, ამიტომ, მას მუცელი არ ეტყობოდა – “ბიბისი” წერს.

სტივენსონი დასაძინებლად ორ დეკემბერს წავიდა – მას თავის მსუბუქი ტკივილები ქონდა. ძილში მას სამშობიარო ტკივილები დაეწყო. ებონის დედის თქმით, მის ქალიშვილს მუცელი უცებ გაეზარდა. მან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ებონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთით 3,45 კგ-ის გოგონა დაიბადა. ექიმების თქმით, ჩვილი დროულად დაიბადა. მას ელოდი დაარქვეს.

banner
წინა სტატიაში77 წლის ბერნი სანდერსი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიასაპენსიო რეფორმის შეჩერების ინიციატივით “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტს მიმართა